ბათუმში საახალწლო სამზადისი დაიწყო. წელს პირველად ახალი წლის მთავარი ატრიბუტი ძველ ბულვარში განთავსდა და საახალწლო ღონისძიებებიც აქ ჩატარდება. პროგრამა 25 დეკემბრიდან დაიწყება და 7 იანვრამდე გაგრძელდება. დღის განმავლობაში ძირითადად საბავშვო სტუდიების კონცერტებია დაგეგმილი.
საღამოობით კი საზაფხულო თეატრის მიმდებარედ კონცერტები ორ სცენაზე ჩატარდება.