დაიხარჯა თუ არა პარტიული აქტივისთვის ხულოს სარეზერვო ფონდი?

13 დეკემბერი 2019, 20:46 1830 ნახვა

ხულოში ოპოზიცია მმართველ გუნდს სარეზერვო ფონდის პარტიულ აქტივზე ხარჯვაში ადანაშაულებს - ბრალდების დასამტკიცებლად ოპონენტებს კონკრეტული არაფერი აქვთ, თუმცა ირწმუნებიან, რომ ამის თქმის საფუძველს მათ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია აძლევთ, რომელიც მათი შეფასებით არ იყო სრულყოფილი.

დახარჯული სარეზერვო ფონდის შესახებ მონაცემები მუნიციპალიტეტის მერიამ ოპოზიციას ისე მიაწოდა, რომ მასში პირადი მონაცემები გადაშლილი იყო. ამბობენ, რომ ამ ფორმით პერსონალური მონაცემები დაიცვეს. აცხადებენ, რომ განმეორებით მოთხოვნას დაუკმაყოფილებენ და სრულ ინფორმაციას მიაწვდიან, თუმცა იქვე გააფრთხილებენ მისი გამოყენების წესების შესახებ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი