პარლამენტთან დაპირისპირებისას 12 პირი დააკავეს

12 დეკემბერი 2019, 12:35 1305 ნახვა

საქართველოს პარლამენტთან დაპირისპირებისას 12 პირი დააკავეს.

დაკავებულებს გამოძიება 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან: გიორგი ვაშაძე, გიორგი თევდორაძე, ბესო გაზდელიანი, გურამ ჩალაგაშვილი, ზურაბ კოსტავა, დავით კაკაურიძე, კახაბერ მაჩიტიძე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ ასარჩევად პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატები "მონას" შესახილების ფონზე შევიდნენ. აქციის მონაწილეები პარლამენტთან დილიდან შეიკრიბნენ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი