ალეკო ელისაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში მამალი გაუშვეს. ამ ჟესტით მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ რეზიდენციის მოსაწყობად ირანული მამლის ფიგურების შესყიდვა გააპროტესტეს.
ირანული მამლის ფიგურების წყვილის შესაძენად სარეზევრო ფონდიდან 4 310 დოლარი დაიხარჯა.
"სამარცხვინო პრეზიდენტს ირანული მამლების ფიტულის ნაცვლად ქართული ჯანმრთელი მამალი მივუყვანეთ"- წერს ალეკო ელისაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.