საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრის შესარჩევი კონკურსის კომიიის დაკომპლექტება დღეს დასრულდება. როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, კომისიის წევრობა რამდენიმე პირს შესთავაზა თუმცა უარი მიიღო, მზაობა გამოთქვეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მგელაძე და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნათია კუპრაშვილმა.
დაკომპლექტების და კანდიდატის შერჩევის შემდეგ მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრი, ნაციონალური მოძრაობის კვოტით დაემატება.