სოფელ მარადიდში მცხოვრებლები მიწების ჩამორთმევას აჭარის მთავრობასთან აპროტესტებენ

11 დეკემბერი 2019, 14:12 2810 ნახვა

სოფელ მარადიდის მკვიდრები აქციას მართავენ. ისინი ჯერ ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან, შემდეგ კი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან მივიდნენ. ოჯახები მათ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებისა და სხვა ქონების ექსპროპრიაციის წესით ჩამორთმევის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ დაახლოებით ორი კვირის წინ მიიღო.

ადგილობრივების ნაკვეთების ნაწილი, მარადიდში  ჰესის გამო უნდა დაიტბოროს.  ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით მტავრობამ ექსპროპრიაციის გადაწყვეტილება მიიღო. 

მარადიდში მცხოვრებლები ჰესის მშენებლობას და ფუნქციონირებას არ ეწინააღმდეგებიან, ისინი საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებში, საბაზრო ღირებულების შესაბამის ანაზღაურებას ითხოვენ. მოლაპარაკებები ინვესტორსა და ადგილობრივებს შორის წლებია გრძელდება, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

კომპანია "აჭარ ენერჯი 2007-ი" თურქულია და აქციაც თურქეთის საკონსულოსთან სიმბოლურად გაიმართა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი