საგამოძიებო მოქმედებები ე.წ. “მასაჟის სალონებში“

09 დეკემბერი 2019, 20:09 4430 ნახვა

​ძველ ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე ერთდროულად ​ე.წ. მასაჟის 12 სალონში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქმეს პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის მუხლით იძიებენ. ''ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ და მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას', - განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ. ობიექტის თანამშრომლები სავარაუდოდ გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი