ქართველმა მოციგურავეებმა გრან-პრის ფინალზე ისტორიული ოქრო მოიპოვეს. ტურინში, გიორგი რევიამ და მარია კოზაკოვამ, იუნიორების კატეგორიაში ამერიკელ და რუს მეტოქეებს აჯობეს. გრან პრის ფინალზე ეს საქართველოსთვის პირველი ოქროს მედალია.
გრან-პრის ფინალი მნიშვნელობით თითქმის მსოფლიო ჩემპიონატს უტოლდება და მასში მსოფლიოს საუკეთესო ექვსი დუეტი მონაწილეობს. ქართველ მოციგურავეებს უშეცდომო გამოსვლა ჰქონდათ. გრან-პრი შეჯიბრებათა ეტაპების სერიაა და ფინალურ ექვსეულში მოსახვედრად საჭიროა ორ ეტაპზე საუკეთესო შედეგები დააგროვო. ეს ფაქტობრივად ყველა ეტაპზე მედლის აღებას გულისხმობს.