ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართ სადგურზე ხანძარი გაჩნდა

07 დეკემბერი 2019, 18:39 3461 ნახვა

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართ სადგურზე ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.

აფეთქების საშიშროება მოხსნილია.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა არიან დაშავებულები,.

შსს ცნობით ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში იყო გავრცელებული. მომხდარის შედეგად დაშავდა 5 პირი, მათ შორის - 1 ქალი, 1 არასრულწლოვანი და 3 მამაკაცი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 45-მდე მეხანძრე - მაშველთან ერთად, მობილიზებული იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი