"თავისუფლება ვაჟა ექიმს"- თბილისში, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

07 დეკემბერი 2019, 14:24 1672 ნახვა

"თავისუფლება ვაჟა ექიმს", "სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის", "სოხუმი და ცხინვალი საქართველოა"- ბანერებით თბილისში, მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს.

აქციის ორგანიზატორებმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდეს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, იმისათვის, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმის გათავისუფლება.

ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაონში დააკავეს, 15 ნოემბერს კი მას პატიმრობა შეუფარდეს. ექიმი აცხადებს, რომ მას საზღვარი არ დაურღვევია, რადგან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიაა და ის დე ფაქტო საზღვრებს არ აღიარებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი