გერმანიამ ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი გააძევა. მიზეზად კი ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმის გამოძიებაში მოსკოვის მხრიდან არასაკმარისი თანამშრომლობა დაასახელა. რუსეთს, რომელიც მკვლელობაში რაიმე სახით მონაწილეობას უარყოფს, განაცხადა, რომ გერმანიის არამეგობრულ ნაბიჯს ანალოგიურად უპასუხებს.
ზელიმხან ხანგოშვილს აგვისტოში ბერლინის ცენტრალურ პარკში თავის არეში ორჯერ ესროლეს, როცა იგი მეჩეთში მიდიოდა. წარსულში იგი ანტირუსს სეპარატისტებთან ერთად ჩეჩნეთში იბრძოდა. გერმანელი პროკურორების განცხადებით, საკმარისი სამხილებია, რომლებიც მიუთითებენ, რომ მკვლელობა რუსეთის ან ჩეჩნეთის ხელისუფლების მიერ იყო შეკვეთილი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიიდან რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომლის გამოძევების გადაწყვეტილებას უსაფუძვლო და არამეგობრული უწოდა. მანამდე კრემლმა მკვლელობაში რუსეთის მთავრობის მონაწილეობა უარყო. დიპლომატების გაძევების ფაქტს გერმანიის კანცლერი გამოეხმაურა.