დაპირისპირება მცხეთაში - აქციაზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დააკავეს

03 დეკემბერი 2019, 20:06 1283 ნახვა

მეორე დღეა დაძაბულია ვითარება მცხეთაში. მერიის შენობასთან ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს და გუშინდელი ინციდენტები გააპროტესტეს. ამბობენ, რომ  აქცია  იყო მშვიდობიანი, ამას კი „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ძალადობით უპასუხეს.

ოპოზიციას მმართველი გუნდის აქტივისტები მერიასთან დღესაც დახვდნენ. აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს პოლიციელების კორდონი ჰყოფდა. ოპოზიციის ლიდერების მისამართით ცოცხები და წყლის ბოთლები ისროლეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში