დღეს, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. „დავასრულოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში!“ - ეს, საქართველოს დევიზია. აივ/შიდსით პაციენტების ანტივირუსული მკურნალობით მოცვისა და მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში ვირუსული არაგანსაზღვრადობის (სუპრესიის) მაჩვენებლებით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერია.
ქვეყანაში პაციენტების მხოლოდ 59%-ია გამოვლენილი. ასევე, სერიოზული გამოწვევაა გვიანი გამოვლენა. დღეის მონაცემებით საქართველოში აივ/შიდსის 8028 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 6023 კაცია და 2005 – ქალი.
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში, შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართება. შიდსის ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნება ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები.