ცაგერში დაჭრილი 65 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

27 ნოემბერი 2019, 12:29 961 ნახვა

ცაგერში დაჭრილი 65 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მას დამატებითი კვლევები ჩაუტარდა.ცაგერში,  სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით, მოკლულია ორი პოლიციელი. ასევე, დაჭრილია 65 წლის მამაკაცი. ერთ-ერთი ვერსიით, პოლიციელებს შორის კონფლიქტი მოხდა და მათ ერთმანეთს ესროლეს, თუმცა ეს ვერსია ოფიციალურ უწყებებს ჯერ არ დაუდასტურებიათ.მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი