შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს იაპონიის მთავრობისგან სახანძრო-სამაშველო ავტოკიბე გადაეცემა.
აჭარის მთავარი სამმართველოს ავტოპარკს ავტოკიბე შეემატება. იგი საამრთველოს იაპონიის მთავრობისგან საჩუქრად გადაეცა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ საგანგებო სიტუაციების დროს ავტოკიბე ქალაქ ბათუმის სახანძრო-სამაშველოს დანაყოფების შესაძლებლობებს გააძლიერებს.
"ავტოკიბე გათვლილია მაღალ სართულებზე გაჩენილი ხანძრებთან ბრძოლისვის, რაც ქალაქ ბათუმისთვის, მზარდი სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი შენაძენია"-აცხადებენ საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურში.
პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის’’ (RDFG) მხარდაჭერით განხორციელდა.