მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია, ეს არის განგაშის ზარი, შესაძლოა, ეს პროცესი დაგვირგვინდეს სახელისუფლებო კანდიდატის არჩევით - ასეთია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის და მედიაექსპერტების შეფასებები.
ყველა ერთხმად აცხადებს, რომ რისკი - დაიკარგოს გავლენებისგან თავისუფალი მედია - პროდუქტი, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, მაღალია, ამას კი აქვს თავისი წინაპირობები. ეჭვის გასამყარებლად მიზეზებს შორის სახელდება სასამართლო ხელისუფლების ინსტრუმენტად გამოყენება.
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის, ანუ 10-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ტოვებს ვარაუდის საფუძველს, რომ ეს პროცესი მართულია ხელისუფლების მიერ.