სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა

19 ნოემბერი 2019, 17:00 1505 ნახვა

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად 4864.24 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს. ჯამში 59,75 გრამი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 4864.24 ლარის ოდენობით შეეფარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი