ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ბათუმის საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის მედიკოსებმა აქცია გამართეს. ისინი სოლიდარობას უცხადებენ ცხინვალში დაკავებულ ქართველ ექიმს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა სოლიდარობის აქცია გუშინაც გამართეს.
ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც ე.წ საოკუპაციო საზღვართან 9 ნოემბერს დააკავეს ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სასამართლომ მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.