არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი? რა კონსულტაციები მიმდინარეობს აჭარის უმაღლეს საბჭოში და რას ფიქრობენ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში? - ამ კითხვებს უმაღლესი საბჭოს წევრები დებატების ფორმატში გადაცემაში „მთავარი აჭარაში“ პასუხობდნენ. დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“ „ევროპული საქართველოდან“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, „ერთიანი საქართველო -დემოკრატიული მოძრაობიდან“ და „რესპუბლიკური პარტიიდან“ ასევე მსჯელობდნენ საარჩევნო სისტემის გერმანულ მოდელზე.
გადაცემის დასკვნით ბლოკში კანონმდებლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ამის მიზეზი „ქართული ოცნების“ დეპუატატის- დავით ბაციკაძის რეპლიკა გახდა, რომელმაც ოპოზიცია ქვეყანაში რევოლუციის გზით გადატრიალების მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა.