შუახევში, სოფელ დღვანში ხანძარი იყო. ცეცხლი ფუტკარაძეების საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.
ხანძრის შედეგად სახლის მეორე სართული მთლიანად დაიწვა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სახლში 8 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის არასრულწლოვანიც.
ოჯახის წევრებმა სახლიდან გამოსვლა მოახერხეს. განადგურებულია ინვენტარი და საყოფაცხოვრებო ნივთების ნაწილი.
შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები ამ წუთებშიც მუშაობენ.