საბაზროზე ნაკლებ ფასად გასხვისებული ქონება - აუდიტის დასკვნა

11 ნოემბერი 2019, 20:11 2143 ნახვა

აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის გადაწყვეტილებები შესაძლოა მალე პროკურატურის ახალი გამოძიების საგანი გახდეს. საგამოძიებო უწყებას უკვე გადაუგზავნა მასალები სახელწიფო აუდიტის სამსახურმა. საუბარია გასხვისებულ ქონებასა და მის ფასზე.

აუდიტი მიუთითებს, რომ  5 შემთხვევაში, ქონების საერთო ღირებულება მთავრობამ დაახლოებით  5 მილიონი ლარით შეამცირა და ისე გაყიდა. მაკონტროლებელი აცხადებს, რომ სხვადასხვა ქონების საწყისი ფასის შეცვლის არგუმენტი დოკუმენტებში არ ჩანს. საუბარია ძირითადად 2017 წელს გაყიდულ ქონებაზე.

დღეს კითხვის საპასუხოდ პირველ რიგში მთავრობის თავმჯდომარემ სწორედ ამ თარიღის დაკონკრეტება ითხოვა -  პრაქტიკულად თქვა, რომ ეს მის პერიოდს არ ეხება. იაფად გაყიდული ქონება ბათუმსა და ქობულეთში და საქმე პროკურატურაში - როგორია მთავრობის ყოფილი წევრის და მისი სამართალმემკვიდრის პოზიციები.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი