თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ აქციაზე პოლიციელზე ძალადობის მუხლით დაკავებულ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
პატიმრობას საქართველოს პროკურატურა ითხოვდა. საქმის პროკურორის, ანი ხუბეჯაშვილის განცხადებით, ვიდეომტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებული სამ პოლიციელს თავს დაესხა. მისივე თქმით, არსებობდა მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
ადვოკატები აღნიშნულ პოზიციას არ დაეთახმნენ. დაცვის მხარემ სასამართლოს 2 000 ლარიანი გირაო შესთავაზა, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.