ბათუმი სტუდენტურ ფესტივალს მასპინძლობს. 2 დღის განმავლობაში ცენტრალურ პარკში სხვადასხვა აქტივობები იმართება.
დღეს 16:00 საათიდან, პარკში შეჯიბრებები ჩატარდება. ფესტივალის მონაწილეები ერთმანეთს კოქტეილების მომზადებაში, კლდეზე ცოცვაში დაუპირისპირდებიან. წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნივთების სტენდებიც.
"დღეს 16:00 საათზე დაიწყება სახალისო შეჯიბრებები. გვექნება ცოცხალი მუსიკაც, დიჯეიც.ღონისძიებები გვიანობამდე გაგრძელდება"-ამბობს ფესტივალის ორგანიზატორი.
ფესტივალი "ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის" ორგანიზებით პირველად ტარდება და მასში 8 უნივერსიტეტი მონაწილეობს.