მიწის რეგისტრაციის წესი მარტივდება - ვის ეხება ცვლილება?

07 ნოემბერი 2019, 20:04 2138 ნახვა

მიწის რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომელიც 2020 წლის პირველ იანვრამდე მოქმედებს უვადოდ გახანგრძლივდა. საუბარია სპეციალურ წესზე, რომელიც მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ითვალისწინებს.

პროექტში ჩართვა და მიწის რეგისტრაცია მოქალაქეებს უფასოდ კიდევ 2 წელი შეეძლებათ, შემდეგ კი სავარაუდოდ ფასიანი გახდება.  ცვლილებაზე დღეს მთავრობაში ისაუბრეს.

თეა წულუკიანმა ინიციატივის წარდგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტებს მუშაობის ტემპი დაუწუნა. თემა განსაკუთრებით აქტუალურია აჭარისთვის, რადგან სწორედ აჭარა იყო ერთ-ერთი, სადაც 1992 წელს მიწის რეფორმა არ გატარებულა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი