სოფო კილაძის ყოფილი მეუღლე დეპუტატის ბრალდებას უარყოფს

06 ნოემბერი 2019, 12:35 1053 ნახვა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო   კილაძის  ყოფილი მეუღლე ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. ავთანდილ ხარაძე, რომლის მიმართაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი, "ინტერპრესნიუსს"  ესაუბრა. ის კატეგორიულად გამორიცხავს ყოფილ მეუღლეზე, სოფო კილაძეზე როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ გუშინ მედიასთან დაადასტურა, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა და მის ყოფილ მეუღლეს პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი