16 წლის გოგონას მოტაცებისთვის სამ პირს პატიმრობა შეეფარდა

05 ნოემბერი 2019, 20:07 1600 ნახვა

არასრულწლოვანთა ქორწინება აკრძალულია და ბოლო 3 წელია  კანონით ისჯება. მხოლოდ გასულ წელს გამოძიება 180 შემთხვევაზე დაიწყო. გატაცება ქორწინების მიზნით - ასეთი მოტივი დასახელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მაღალმთიან აჭარაში მომხდარ ბოლო ფაქტთან დაკავშირებით.

არასრულწლოვანი გოგოსთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით 3 პირია დაკავებული.

გამკაცრებული კანონის მიუხედავად მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ სასჯელზე მეტად სახელმწიფომ აქცენტი განათლებაზე და ცნობიერების ამაღლებაზე უნდა გააკეთოს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი