ქობულეთის პანსიონის მფლობელები მიწის გაყიდვას აპირებენ - ეს მას შემდეგ რაც სამართალი 5 წლის განმავლობაში პრატქიკულად ვერ იპოვეს.
კარზე ღორის თავის მიჭედების შემდეგ დისკრიმინაცია დადგინდა, თუმცა არა პოლიციელების მხრიდან უმოქმედობის ნაწილში. ამასთან ქობულეთის მერიასაც დაევალა წყლის სისტემის მოწესრიგება, თუმცა არც ეს შესრულდა საბოლოოდ - ამის გამო ქობულეთის მერიას სახალხო დამცველმაც კი უჩივლა.
მერიის პასუხი ყოველთვის მიმდინარე სასამართლო პროცესი და ადგილობრივების წინააღმდეგობაა. ეს კი სეკულარულ სახელმწიფოში ხდება - ქვეყნის კონსტიტუცია და ადამიანებისთვის წართმეული უფლება - რა შეხვედრა გაიმართა პანსიონში 2 თვის წინ და რატომ არ აქვთ დაზარალებულის სტატუსი დღემდე მოქალაქეებს, რომლებიც დაზარალდნენ.