ძლიერი წვიმის გამო, მეჯინისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა

31 ოქტომბერი 2019, 10:59 10010 ნახვა

ორი დღის განმავლობაში, აჭარაში უხვი ნალექის გამო, მაშველებმა განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავეს.

ბათუმიდან  "112"-ში სულ 60-მდე გამოძახება დაფიქსირდა, გამოძახებების უმრავლესობა ძირითადად ეზოებისა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების დატბორვას შეეხებოდა.

ძლიერი წვიმის გამო, კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მეჯინისწყალი, რამაც ახლოს მდებარე ქუჩების დატბორვა გამოიწვია.

"მეხანძრე-მაშველებმა ყველა გამოძახებაზე დროული რეაგირება მოახდინეს. შემთხვევის ადგილებზე მობილიზებული იყო როგორც მაშველთა, ასევე, პოლიციის ჯგუფები.

მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი ტერიტორიებიდან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მოქალაქეების გამოყვანა. ევაკუაციის პროცესში, სხვა საჭირო ტექნიკასთან ერთად, ჩართული იყო სამაშველო ნავი".

სამაშველოს ინფორმაციით, აჭარაში, ასევე, დაფიქსირდა მეწყერის ორი შემთხვევა და დაზიანდა ერთი ხიდი, შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.

 აჭარაში მდგომარეობა გაუმჯობესებულია. რამდენიმე ადგილას გრძელდება წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში