ისტორიულ ბათუმში ორ ძველ სახლს ანგრევენ

11 ოქტომბერი 2019, 18:06 2695 ნახვა

ამ წუთებში ჟორდანიასა და მაზნიაშვილის ქუჩების კვეთაში, ორი ორსართულიანი სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს. ჟორდანიას #27 და მაზნიაშვილის #17 ერთ საკადასტრო რუკაზეა მოცემული. 450 კვადრატულ მეტრ ფართობზე ორივე სახლი შპს "პროგრესს სიტის" მფლობელობაშია. "პროგრესს სიტის" 70%-იანი წილის მფლობელი შპს "ალიანს გრუპის" დამფუძნებლის გია ბიწაძის შვილი, თემურ ბიწაძეა.  

პროექტი 2019 წლის 12 თებერვალს, ზონალურმა საბჭომ შეითანხმა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა და მისმა მოადგილემ ოლეგ ბოლქვაძემ, ძველ ბათუმში - ისტორიული სახლების დანგრევაზე თანხმობა გასცეს.  ორსართულიანი სახლების ნაცვლად კი, ისტორიულ ქალაქში 5 სართულიანი სასტუმრო აშენდება. კანონმდებლობით, სწორედ ეს უწყებაა პასუხისმგებელი რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე.    შპს „პროგრეს სიტი“ 15  მეტრის სიმაღლის სასტუმროს მშენებლობას გეგმავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში