ქობულეთის მერიამ თეთრი "ვოლგა" ვერ გაყიდა 

08 ოქტომბერი 2019, 13:40 5500 ნახვა

ქობულეთის მერია, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ "ვოლგას" ნომრით BSO-535, იგივე გაზ-24-ს ყიდდა, თუმცა მისი ყიდვის სურვილი არავის გამოუთქვამს. მუნიციპალიტეტი, თეთრი ფერის 24-ს 600 ლარად აფასებდა, თითო ბიჯი კი 50 ლარი იყო. 

ფოტოები, რომელიც აუქციონზე გამოტანილ მანქანას ჰქონდა, შავ-თეთრია. აღწერაში მუნიციპალიტეტს არ უწერია, თუმცა ფოტოებიდან ჩანს, რომ ავტომობილი დაზიანებულია. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში