საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ყველაზე ტიტულოვანი ნაკრები დღეს სერბეთს, მეორე გუნდი პოლონეთს, ახალგაზრდებით დაკომპლექტებული ნაკრები კი, ნიდერლანდელ სპორტსმენებს უპირისპირდებიან. რაც შეეხება ვაჟთა გუნდს: პირველი ნაკრები ჩეხეთს, მეორე კი შვედეთის წარმომადგენლებს ხვდება. გუშინ ქალთა პირველმა ნაკრებმა 2.5 ქულით სომხეთის გუნდი დაამარცხა, ამავე ანგარიშით სძლია მეორე ნაკრებმა ესპანურ გუნდს. ახალგაზრდები კი 1.5 ქულით საბერძნეთის გუნდთან დამარცხდნენ.
რაც შეეხება ვაჟებს. ჩვენი ქვეყნის პირველმა ნაკრებმა მშრალი ანგარიშით 4-0 დაამარცხეს მაკედონიის გუნდი, მეორე ნაკრები კი, ჩეხეთის გუნდთან 1-3 დამარცხდა.ბათუმში ევროპის გუნდური ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელიც 3 ნოემბერს დასრულდება.