ოცნების ქალაქის მშენებლობა, გზების რეაბილიტაცია, ახალი სკოლები, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებების გაზრდილი დაფინანსება , გაზიფიკაცია და წყალმომარაგება- ეს და სხვა პროექტები მოხვდა 2020 წლის ბიუჯეტში.
რეგიონის მთავრობაში ამბობენ, რომ ყველა პროექტი რომლის განხორციელებასაც გეგმავენ მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული. იგეგმება ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია და რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა.