ახალი მრჩევლები და მთავარი კითხვები

26 ოქტომბერი 2019, 20:10 1448 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს სამი ახალი მრჩეველი ჰყავს. პროცესი, რომლის ირგვლივაც კრიტიკული კითხვები თავიდანვე დაისვა,  კენჭისყრაზე წარსადგენი კანდიდატების დასახელების შემდეგ, კიდევ უფრო მეტი გახდა.

სამოქალაქო სექტორთან ერთად მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობის საფრთხეებზე ღიად ჟურნალისტებიც ალაპარაკდნენ.

სადავო გახდა კვოტირების საკითხიც, რომელსაც ხარვეზიან კანონმდებლობას უკავშირებენ, მათ შორის მმართველ გუნდში, სადაც ამ ხარვეზების გასასწორებლად, ამ დრომდე არაფერი გაუკეთებიათ. ასე და ამგვარად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს ამჟამად სამი მმართველი გუნდის წარდგენილ - არჩეული და ერთი, ასევე მათ მიერ მხარდაჭერილი მრჩეველთა საბჭოს წევრი ჰყავს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი