ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის განცხადებით, მათ „კონტის" მიერ მიწოდებული ინფორმაციის სხვანაირი ინტერპრეტაცია ქონდათ, მისი განმარტებით, ტრანზაქცია, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე უნდა განხორციელებულიყო, ვერ მოესწრო, შესაბამისად, „კონტი ჯგუფის" აქციები არ გასხვისებულა.
მისივე თქმით, კონსორციუმი აგრძელებს სხვა ინვესტორებთან, მათ შორის ამერიკულ საინვესტიციო ფონდთან მოლაპარაკებას, რომლის ვინაობის შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მანამდე „Conti International“-ის წარმომადგენელმა კოლინ ვიბლმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტში საკუთარი აქციების გაყიდვა სურთ და კონსორციუმის დატოვება საბოლოო გადაწყვეტილებაა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას მიაწოდეს განცხადების ასლი, ასევე კონტაქტი ქონდათ ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, რათა ნათლად სცოდნოდათ მათი პოზიცია კონსორციუმის დატოვების შესახებ.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის განცხადებით, შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ანაკლიის პორტი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და იმედს გამოთქვამს ,რომ პროექტი განსაკუთრებით ამერიკული ინვესტიციით განხორციელდება.