აჭარის მთავრობა არამიზნობრივად ხარჯავს ბიუჯეტის თანხებს. აცხადებენ მოძრაობა ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივის დამფუძნებლები. მათ მაგალითად აუდიტის დასკვნები მოჰყავთ. ანზორ გუბაევის თქმით, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული ხარჯები ყოველწლიურად იზრდება.
მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ " მთავრობა სმარტფონში" ამ სახელწოდების აპლიკაციის მეშვეობით ბიუჯეტის განხილვებში მოსახლეობის ჩართულობა იქნება სწორის გადაწყვეტილება. საუბარია სპეციალურ აპლიკაციაზე, რომლიც ჯერ შექმნილი არაა. მოძრაობა ინიციატივის შესახებ აჭარის მთავრობას მოგვიანებით მიმართავს.