სოფელ ატოცის მცხოვრებლები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ატარებენ. ე.წ საზღვართან ახლა, ქართველი პოლიციელები, მედიის წარმომადგენლები და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები იმყოფებიან.
საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს კი შეიარაღებული პირები პატრულირებენ.