ბათუმი ჩაქვის გვირაბთან ახლოს, ჩაქვის მიმართულებით მიმავალ ჯიპის ტიპის ავტომობილის წინა ნაწილი დაიწვა. ცეცხლი მანქანას მოულოდნელად გაუჩნდა.
მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელმაც ალმოდებული მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო.
მისი ვარაუდით, ცეცხლი ავტომობილის ელექტროობას გაუჩნდა.
ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები იმყოფებოდა. ცეცხლმოკიდებული მანქანა მალევე ჩააქრეს.
შსს ინფორმაციით, გამოძიება სსკ 187 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.