საგარეო საქმეთა სამინისტრო იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოსალოდნელი ტაიფუნის შესახებ აფრთხილებს. კუნძულ ჰონშუს ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება.
,,გთხოვთ დაიცვათ უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავოთ 12-13 ოქტომბერს გარეთ გასვლისგან და საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: +81 70 3180 5601" - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, წამში 50-დან 70 მეტრამდე ქარის სიჩქარით მოძრავი „ჰაგიბისი“ თავისი მასშტაბით შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მთავრობას მოსახლეობის უსაფრთხოებისთვი შსაბამისი ზომების მიღება დაავალა. ავიაკომპანიებმა უკვე გააუქმებს შაბათ-კვირას დანიშნული 800-ზე მეტი რეისი.