ქუთაისის პენიდენციური დაწესებულების თანამშრომელს ბრალი წაუყენეს, რომელმაც პატიმრის სუიციდის ფაქტი დროულად ვერ შენიშნა.
საუბარია ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის თვითმკვლელობის საქმეზე. იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ინსპექტორმა არ განახორციელა სათვალთვალო მონიტორების სათანადო კონტროლი, რის გამოც თვალთახედვიდან გამორჩა ბრალდებულის მიერ ცხაურზე თავის დაკიდების ფაქტი.
ამის შესახებ დახმარების აღმოჩენაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებს შეატყობინა 40 წუთის დაგვიანებით. პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი დანაშაულს აღიარებს, დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.