ბათუმის წყლის ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ოქტომბერს, ღამის 2 საათიდან 9 ოქტომრის დილის 06:00 საათამდე, ქალაქის დიდი ნაწილს წყალი გაეთიშება.
უფრო კონკრეტულად წყლის მიწოდება შეუწყდება: ჟიული შარტავას ქუჩა; შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა ხახუტაიშვილის ქუჩიდან ნურეთინ ჩარმითლის ქუჩამდე; ტბელ აბუსერისძის ქუჩა, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე; ჯავახიშვილის ქუჩა, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩიდან ტბელ აბუსერისძის ქუჩამდე;
გრიბოედოვის ქუჩა, რუსთაველის ქუჩიდან ტბელ აბუსერისძის ქუჩამდე; ფოროსმანის ქუჩა; ზურაბ გორგილაძის ქუჩა, შარტავას ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე; ვახტანგ გორგასალის ქუჩა, ჯავახიშვილის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე; ნურეთინ ჩარმითლის ქუჩა; რუსთაველის ქუჩა, ჯავახიშვილის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე;
კომპანიის ინფორმაციით წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი შესაძლოა იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.