გია ყანჩელი - სიჩუმის მაესტრო

02 ოქტომბერი 2019, 20:06 3118 ნახვა

მუსიკა მისთვის იყო ყველაფერი, თავად კი ყველაფერი მუსიკისთვის. ეს არც გადაჭარბებულია და არც საკმარისი, იმისთვის რომ სრულად გამოიხატოს გია ყანჩელის როლი საქართველოსთვის. ამბობდა, რომ წერდა და ქმნიდა თეატრს საკუთარ მუსიკაში, ამბობდა, რომ ხელოვნება იქმნება მარტოობაში.

ასე მარტომ და სხვებთან ერთად შექმნა ეპოქა ქართული მუსიკის და კინომუსიკის სახით. კინოში თავს დამხმარედ მიიჩნევდა, მაგრამ ალბათ წარმოუდგენელი იყო კინო მისი მუსიკის გარეშე. ლეგენდარული კომპოზიტორი მთელმა მსოფლიომ დაკარგა.

ერთ-ერთი პირველი ამას აშშ-ს საელჩო გამოეხმაურა არაჩვეულებრივი სიტყვებით - დღეს, როგორც არასდროს, ყვითელი ფოთლები სიჩუმეს ჰგავს - დღეს სიჩუმის კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი