მარიშკა სტილისტობას ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში სწავლობს. იგი 20 წლის ბოშა გოგონაა და შესაბამისად, სხვა ყოველდღიურ ბარიერებთან ერთად, საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემის გავლა-გადალახვაც უხდება.
ამბობს, რომ სურს მისი მეგობრებიც სწავლობდნენ და იწყებდნენ მუშაობას.
"ბოშა ვარ, ვსწავლობ და ვმუშაობ, ეს პრობლემა არ არის. გამიხარდებოდა, ჩემი გოგოები, დაქალებიც სწავლობდნენ და მუშაობდნენ" - ამბობს მარიშკა, რომელიც ქობულეთში, ე.წ. ბოშების დასახლებაში ცხოვრობს.