საფრანგეთის პოლიციამ ორი ჩოგბურთელი დააკავა

30 სექტემბერი 2019, 11:32 1644 ნახვა

საფრანგეთის პოლიციამ ორი ჩოგბურთელი უზბეკი ალბინა ხაბიბულინა და ყირგიზი ქსენია პალკინა დააკავა. ჩოგბურთელებს  გარიგებულ მატჩებში მონაწილეობას ედავებიან. ინფორმაციას ''ტენის ტემპლი'' ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, ეს დაპატიმრებები არის ნაწილი იმ მსხვილი გამოძიებისა, რომელიც ფრანგულ ტურნირებზე ჩაწყობილ მატჩებს შეეხება.

ხაბიბულინისა და პალკინას მატჩებს პირველებმა ყურადღება ბრიტანელმა ბუკმეიკერებმა მიაქციეს, რომლებმაც აღნიშნეს ფსონების ანომალიური რაოდენობა დაიდო მათ მატჩებზე. ჩოგბურთელები წინასწარ განზრახული შედეგით ამთავრებდნენ სეტებს.

ხაბიბულინა და პალკინა მოიხსნა იტფ-ის შემდეგი ტურნირიდან ,სადაც ჩოგბურთელებს წყვილში უნდა ეთამაშათ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი