სასამართლო პროცესი ხიდზე ბანერის გაკვრის საქმეზე

28 სექტემბერი 2019, 18:13 932 ნახვა

გადაწყვეტილებას დავაზე ქობულეთის მერიასა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს შორის ლოზუნგებისა და პლაკატების აკრძალულ ადგილას გაკვრის  შესახებ, ქობულეთის მაგისტრატი სასამართლო 11 ოქტომბერს მიიღებს.  საქმე ეხება ჩაქვში ხიდზე ბანერის გამოფენას ლოზუნგით „გახარია წადი“. 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს საქმე არსებითად განიხილეს. ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები წარდგენილ ბრალს უსაფუძვლოს უწოდებენ და ხელისუფლებას თავისუფალი სიტყვის დევნაში ადანაშაულებენ. რაც შეეხება ქობულეთის მერიის წარმომადგენელს,  მას  განცხადება არ გაუკეთებია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი