ახალწვეულს იარაღი გაუვარდა და დაიჭრა 

26 სექტემბერი 2019, 14:26 1884 ნახვა

ზუგდიდში, სოფელ ხურჩაში ჯარისკაცი დაიჭრა. შემთხვევა საოკუპაციო ხაზთან არსებულ საგუშაგოზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ ჯარისკაცს, სავარაუდოდ, იარაღი გაუვარდა.

დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამინისტროში ამბობენ, რომ ჯარისკაცს მძიმე დაზიანება არ აქვს. ის მკურნალობას გადის. 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი