ბათუმში საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ლექტორთა ასოციაციის რიგით 26-ე კონფერენცია გაიმართა. ასოციაცია მსოფლიო მასშტაბით საზღვაო სასწავლებლებს აერთიანებს.
მონაწილეებმა ერთმანეთს საზღვაო სფეროში არსებული მიღწევები, პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს. კონფერენცია 1980 წლიდან ყოველწლიურად ტარდება.