ვის დაუჭერს მხარს საპარლამენტო არჩევნებზე მოქალაქეების დიდმა ნაწილმა არ იცის

19 სექტემბერი 2019, 11:06 1253 ნახვა

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული 2 131 პირიდან უმრავლესობას გადაწყვეტილი არ აქვს თუ ვის მისცეს ხმა საპარლამენტო არჩევნებზე.

კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცეთ ხმა პასუხები ასე გადანაწილდა. 57%- ჯერ არ გადაუწყვეტია, 37%-მა გადაწყვეტილება უკვე მიიღო, 5%-მა კი არ იცის.

გამოკითხულთა 59% ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა, 41%-კი არა.

იმ 59%-შორის კი ვინც ამბობს, რომ არცევნებში მონაწილოებას მიიღებდა 52%-ს ამ დრომდე არ გადაუწყვეტია თუ ვის მისცეს ხმა. 

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიებს მისცემდნენ ხმას, პასუხები ასე გადანაწილდა:

გამოკითხულთა 20 %-მა თქვა, რომ მხარს ქართულ ოცნებას დაუჭერდა, „ნაციონალური მოძრაობას“- 9 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“, „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ 4-4 პროცენტი. კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 26 პროცენტს. 19% კი ამბობს, რომ არც ერთ პარტიას.

NDI - ის კვლევის საველე სამუშაოები 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი