სტიქიის შემდგომი სამუშაოები სოფლებში გრძელდება. ხელვაჩაურის გამგებელი გვეუბნება, რომ კომისია ზარალს ითვლის. სოფელ სირაბიძეებში მცხოვრები დიასამიძეები კი ამ დრომდე მეზობლებს აფარებენ თავს. ქედის გამგებელის თქმით, ჯერ უცნობია როდის შეიკრიბება სამთავრობო კომისია, რათა 5 წევრიანი ოჯახის დახმარების საკითხი გადაწყდეს. 8 ივლისს გეოლოგებმა დაასკვნეს, რომ დიასამიძეებისთვის მათსავე სახლში ცხოვრება ეკოლოგიურ საფრთხეს შეიცავს.