გატეხილი კალათბურთის ფარი და საფეხბურთო კარები ბადის გარეშე

17 სექტემბერი 2019, 15:52 2765 ნახვა

ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპორტული მოედანი დაზიანებულია. გატეხილია კალათბურთის ფარი. ფარს არც ბადე აქვს...  

მოქალაქეები ყვებიან, რომ მწყობრიდან გამოვიდა ხელოვნური საფარიც.  

ბადე არ აქვს არც საფეხბურთო კარს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმის მერიას დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ სტადიონს სრული რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა.

ახალი დაზიანებების შესახებ იციან. მერიაში თამარის დასახლების გამგებლის წერილი შევიდა. სამუშაოები კი, რამდენიმე დღეში უნდა დაიწყოს. 

''რიგითობის პრინციპით მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხიმშიაშვილის ქუჩაზე დავასრულეთ, მალე ტაბიძის ქუჩაზე არსებული სტადიონი მოწესრიგდება, შემდეგ კი თამარის დასახლებაში გადავა ჯგუფი. ყველაფერი შეიცვლება რაც დაზიანებულია. ინვენტარი გვაქვს შეძენილი და სპეციალისტები ძველს ახლით ჩააანცვლებენ'' - გვითხრეს მერიაში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი