თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ჩამოშლის შედეგად მუშა გარდაიცვალა

15 სექტემბერი 2019, 14:09 1353 ნახვა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებისას ჩამოშლილმა მიწამ ერთი მუშა ქვეშ მოიყოლა,  რომელიც ადგილზე მისულ მაშველებს გარდაცვლილი დახვდათ.

თვითმხილველების თქმით, ინციდენტი ილიას უნივერსტეტთან ახლოს, ჭავჭავაძის 32 ნომერთან მოხდა. თბილისის მერიაში ამბობენ, რომ დაღუპული მუშა ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებში არ იყო დასაქმებული და ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰყავდა დაქირავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში ირაკლი კუპრაძემ გამოაქვეყნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი